Submit Application

მოქალაქეობა/ქვეყანა ინფორმაცია ვიზიტის შესახებ პირობები და მოთხოვნები პერსონალური ინფორმაცია დადასტურება
  

ინფორმაციისათვის:

  1. თქვენ შეგიძლიათ ელექტრონული ვიზის ასაღებად განაცხადი შეიტანოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ტერიტორიაზე არ იმყოფებით.
  2. გთხოვთ, აირჩიოთ მოქალაქეობის ქვეყანა თქვენი სამგზავრო დოკუმენტის/პასპორტის მიხედვით.
  3. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი სამგზავრო დოკუმენტის/პასპორტის მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს საქართველოს ვიზის მოქმედების ვადას არა ნაკლებ 3 თვით.
  4. მოქალაქეობის არმქონე პირმა ქვეყანა უნდა აირჩიოს სამგზავრო დოკუმენტის მიხედვით.
  5. ორმაგი მოქალაქეობის შემთხვევაში, გთხოვთ, აირჩიოთ ქვეყანა იმ სამგზავრო დოკუმენტის/პასპორტის მიხედვით, რომლის გამოყენებასაც საქართველოში ვიზიტის დროს აპირებთ.
  6. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ ელექტრონული ვიზა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფლობთ შესაბამის გრაფაში მითითებული სამგზავრო დოკუმენტებიდან/პასპორტებიდან ერთ-ერთს.
  7. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ელექტრონული ვიზა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოკლევადიანი მიზნით მოემგზავრებით. (არაუმეტეს 90 დღისა)
  8. გაითვალისწინეთ, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შემოწმდება საქართველოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე. არაზუსტი ინფორმაციის მითითების შემთხვევაში თქვენი ელექტრონული ვიზა გაუქმდება და თქვენ მიიღებთ უარს საქართველოში შემოსვლაზე.